შპს N1 (გოქაძის) სკოლაში „ცისფერყანწელთა“ პოეზიის საღამო გაიმართა
04-06-2026

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძისა და სხვა „ცისფერყანწელთა“ პოეზიამ იზეიმა. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს და სასკოლო საზოგადოება „ცისფერყანწელთა” პოეზიის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „ჩვენ ვსვამთ ცისფერ ყანწს, რათა სული გადავარჩინოთ…“ 

სანთლების თბილ შუქში გაცოცხლდნენ ლექსები, რომლებიც ერთ საუკუნეზე მეტია ქართულ პოეზიას ამშვენებს. თითოეული მოსწავლე კი იქცა იმ ეპოქის ნაწილად.    

„მადლობა ჩვენს მეათე კლასელებს იმ სილამაზისთვის, რომელიც ამ საღამოს შექმნეს! კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნამდვილი პოეზია დროს არ ემორჩილება - ის მუდამ პოულობს  ადამიანის გულამდე მისასვლელ გზას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.  

„ცისფერყანწელთა“ პოეზიის საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარიამ ტაბატაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. კლასის დამრიგებელი ლელა სულაბერიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203