„საქართველო გვაერთიანებს - გაცნობიდან მეგობრობამდე“ - ალათუმნისა და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტი
04-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად წარმოიწყეს პროექტი - „საქართველო გვაერთიანებს-გაცნობიდან დამეგობრებამდე“. 

ახლახან, პროექტის ფარგლებში, ალათუმანის საჯარო სკოლა ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლას სტუმრობდა.

პროექტის ავტორები და ინიციატორები ნინოწმინდის საჯარო სკოლის, პროგრამა -  „ასწავლე საქართველოსთვის“ რუსული ენის მასწავლებელი და ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი სოფიო ბერიძე არიან. 

პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა ერთმანეთი გაიცნეს, დაძლიეს ბარიერები და საფუძველი ჩაუყარეს გულწრფელ ურთიერთობას.

საპრეზენტაციო ნაწილში, ბავშვებმა აღწერეს ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი .
მეგობრობა, რამაც, როგორც ალათუმანის საჯარო სკოლაში გვიყვებიან, მათში ურთირთპატივისცემა გააღვიძა.

„მხიარულმა სტარტებმა“ და საფეხბურთო მატჩმა მათ აჩვენა, რომ სპორტი და ერთობლივი აქტივობა საუკეთესო უნივერსალური ენაა.

„ეს ინიციატივა ხელს უწყობს სამოქალაქო ინტეგრაციას, კულტურათაშორის დიალოგს და ენობრივი ბარიერის მსხვრევას. მოსწავლეებს უვითარდებათ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, რაც მთა წარმატებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი ეტაპზე გაჩენილი ნაპერწკალი მყარ კავშირად იქცევა, მეგობრობა კი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება.

„მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება და საფუძველის ჩაუყრის ახალი კიდევ უფრო  მასშტაბურ საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას.  ასეთი ერთობლივი აქტივობები კი არის ის ძალა, რომელიც ქვეყანას აძლიერებს“,- გვეუბნებიან ალათუმანის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203