
მათ სასწავლო წლის მანძილზე შეძენილ ცოდნასა და უნარებს საინტერესოდ მოუყარეს თავი და იმავდროულად ბავშვთა დაცვის დღე იზეიმეს.
ღონისძიება, რომელიც პედაგოგ დარიკო ცუცქირიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა საგანმანათლებლო-შემოქმედებით ხასიათს ატარებდა.
„მათ სიზარმაცე დაამარცხეს, პედაგოგის გული სიკეთით და სიყვარულით აავსეს, დაიბრუნეს ცოდნის გასაღები და კოსმოსური ხომალდით გაფრინდნენ მხიარული ზაფხულის გასატარებლად. გაიმარჯვა მეგობრობამ, სიკეთემ და ერთგულებამ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერ ბავშვობასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: