აპლიკანტთა შერჩევა დაიწყო და 22 ივნისს დასრულდება - დეტალები
07-06-2026

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში აპლიკანტთა შერჩევის პროცესი დაიწყო. 

2026 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის  შერჩევის პროცესი 1 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
 
შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის თარიღი, დრო და ადგილი აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული განათლების პორტალზე – vet.ge, სადაც ავტორიზაციის შემდეგ შეძლებენ საგამოცდო ბარათის ნახვას.
 
აღნიშნული ინფორმაცია მათ მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებითაც მიეწოდებათ.

შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება აპლიკანტებს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეუძლიათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203