„ცოდნის გასაღები“ - დარაქოვის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი დასკვნითი ღონისძიება
04-06-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასწავლო წლის მიწურულს პატარებმა საანბანო ზეიმი მოაწყვეს. 

„შენ, სომხური ასოები ლამაზად დაწერე

დღეიდან სამუდამოდ ჩემი ხარ... “- ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას, რომლის მიზანი პირველი სასწავლო წლის მიღწევების აღნიშვნა და ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. 

გაიმართა პირველკლასელების დასკვნითი სპექტაკლი სახელწოდებით - „ცოდნის გასაღები“.

„ჩვენი პირველკლასელები უკვე გაიზარდნენ, ეზიარნენ მესროპ მაშტოცის დატოვებულ საგანძურს. მათ ხელთ აქვთ გასაღები სახელად „ანბანი“, რომელიც მეცნიერების სამყაროში სინათლით შეუძღვება“,-აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები. 

ეს ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიება მასწავლებელმა შოღიკ სიმონიანმა მოაწყო. სკოლაში მას მადლობას უხდიან თავდადებისთვის, საქმის სიყვარულისა და მომავალ თაობაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203