
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში ბლინგვური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, ბილინგვური განათლების ფარგლებში შესრულებული საინტერესო კომპლექსური დავალება - სახელწოდებით - “საქართველოს რეგიონები” და თემის შესაბამის აქტივობები.
კომპლექსური დავალების თემა იყო ნატურალური რიცხვები მილიონამდე და ის მოსწავლეებს ბილინგვური განათლების სპეციალისტმა ანი კახაბერმა და საგნის მასწავლებელმა სევდა იბრაგიმოვამ შესთავაზეს.
მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა აღრიცხეს და საინტერესო პლაკატი შექმნეს. სტატისტიკური მონაცემები თავადვე მოიძიეს და მათემატიკურად დაამუშავეს.
მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო იყო დავალების კვლევითი ნაწილი, მოსწავლეებმა დავალება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
დავალებაზე მუშაობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ცოდნა ყველაზე კარგად მაშინ ვითარდება, როცა ბავშვები ერთდროულად ივითარებენ როგორც საგნობრივ, ისე ენობრივ უნარებს.
ბილინგვური განათლება მომავლის გასაღებია - გზა, რომელიც ცოდნას, კულტურებსა და შესაძლებლობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი მოსწავლეები ამ გზას უკვე წარმატებით მიუყვებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბილინგვური სწავლების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: