ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
გაიმართა საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით „ანბანის დასრულება“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ - წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და არაერთი თემატური აქტივობა შეასრულეს.
პატარებმა ღონისძიებით, ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პირველი კლასის დამრიგებელმა, შოღერ თუმასიანი, რომელმაც დიდი შრომა და სიყვარული ჩადო ამ ლამაზი დღის მომზადებაში.
„ვულოცავთ პირველკლასელებს ანბანის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ცოდნით, წარმატებებითა და სასიამოვნო აღმოჩენებით სავსე სასკოლო ცხოვრებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პირველკლასელებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: