
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს და დაგროვილ ცოდნას ლამაზად მოუყარეს თავი.
პატარებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს - წარმოადგინეს არაერთი სასგანმანათლებლო-შემოქმედებითი ნომერი, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
პატარებს სასწავლო მიღწევები სასკოლო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიულოცა.
„სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!
პატარა პირველკლასელებმა დიდი მონდომებით, შრომითა და პასუხისმგებლობით გაიარეს ცოდნისკენ მიმავალი პირველი მნიშვნელოვანი საფეხური. ეს წელი სავსე იყო ახალი აღმოჩენებით, მეგობრობით, სიხარულითა და დაუვიწყარი ემოციებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: