ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
გაიმართა მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ზეიმი სახელწოდებით - „ჩვენ პლანეტის კაშკაშა ვარსკვლავები ვართ“, რომელმაც არაერთი საინტერესო ნომერი გააერთიანა.
ღონისძიება ატარებდა საგანმანათლებლო-შემოქმედებით ხასიათს. მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში.
იხილეთ ფოტოები: