ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
ამის ნათელი მაგალითია დედის დღესთან დაკავშირებით გამართული ლამაზი ღონისძიება.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს ზღაპრული სანახაობა მიუძღვნეს და დღესასწაული დიდი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მხატრვულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დედებს გული სიამაყით აღუვსეს.
იხილეთ ფოტოები: