„ჩვენთვის წიგნი შეუცვლელი იარაღია“ - ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება „ლიტერატურულ მარათონში“
04-06-2026

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებულ „ლიტერატურულ მარათონში“ ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

ანანო ქათამაძე კონკურსის ფინალში საპატიო მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ლიზა დუმბაძე და ანასტასია დავითაძე - საუკეთესო 30 მონაწილეს შორის მოხვდნენ და სკოლა ღირსეულად წარადგინეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მოსწავლეებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დიდ წარმატებას. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების ბრწყინვალე მიღწევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „ლიტერატურულ მარათონში“!

წიგნიერება და ლიტერატურის სიყვარული ის ძალაა, რომელიც მომავალს აშენებს. ვამაყობთ თითოეული თქვენგანით!“ ვულოცავთ გოგონებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ამ დიდ აღიარებას. ვუსურვებთ მათ კიდევ მრავალ გამარჯვებასა და დასახული მიზნების მიღწევას შემოქმედებით თუ საგანმანათლებლო გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203