
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. ცნობილია, რომ ზაფხულის განმავლობაში, 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა სხდომაზე განაცხადა.
საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები
გარდა ამისა, ცნობილია, რომ საზაფხულო ბაღებში 3 900 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც ამ პერიოდში დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ:
„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.