
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. ცნობილია, რომ ზაფხულის განმავლობაში, 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა სხდომაზე განაცხადა:
„უკვე წლებია ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.