
სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული გამორჩეულად აღნიშნეს.
„თავისუფლება ლომთა ხვედრია“- ასეთი სახელწოდების იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლა „ანაბასისის“ VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით, ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართეს.
ღონისძიების მონაწილეებმა საინფორმაციო პრეზენტაციით, ლექსებით და მხატვრული ჩანახატებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, პატივი მიაგეს სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს და დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე ემოციები გაუზიარეს.
ეს დღე იყო სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული თვითშეგნების, ისტორიული მეხსიერებისა და თავისუფლების ფასის გააზრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი.
მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, შემოქმედებითი შესაძლებლობები და პატრიოტული დამოკიდებულება ქვეყნისა და მისი ისტორიის მიმართ.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფლება მართლაც ლომთა ხვედრია!“, - აღნიშნეს ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა.