ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაზე ღირსეულად წარდგნენ
17-06-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც ბავშვების მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-გასავითარებლად კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით, ჩატარდა სტუდენტთა და მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია - „British, American and Georgian Cultural Studies“, სადაც ღირსეულად წარდგნენ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები:

  • თეკლა კოსტავა (IX კლასი) - პედაგოგი თამარ ციცვიძე;
  • ნინო ხვადაგიანი (IX კლასი) - პედაგოგი თამარ ციცვიძე;
  • ანასტასია ანდღულაძე (IX კლასი) - პედაგოგი თამარ აბდალაძე.

მოსწავლეებმა წარმატებით წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები და მოიპოვეს პირველი და მეორე ხარისხის სერტიფიკატები.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203