ბავრის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე დავით ნაჰატაკიანმა „ეტალონის“ მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა
04-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოსწავლეთა აკადემიური წარმატება კი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საამაყოა. 

2-3 ივნისს „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადების საგაზაფხულო სეზონის დასკვნითი, მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც წარმატებით იასპარეზა ბავრის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ დავით ნაჰატაკიანმა. 

მოსწავლე საგნობრივ ჩემპიონატს მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. წარმატების დასტურად კი „ეტალონის“ სერტიფიკატი მიენიჭა. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203