„მზექას“ მოსწავლეებმა მათემატიკის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
13-07-2018
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეთა მათემატიკის ოლიმპიადა II-ის გამარჯვებული საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

მას უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი მესხი და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოლიმპიადის ორგანიზატორი- პროფესორი რევაზ ჭიღლაძე, გამარჯვებული მოსწავლეები, მათი ხელმძღვანელი პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

ოლიმპიადაზე „მზექას“ მოსწავლეებმაც წარმატებით იასპარეზეს და მესამე ადგილს დაეუფლნენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203