
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
7 მაისს, სკოლაში ეკოკლუბ „ახალი სხივის“ (ლიდერი მასწავლებელი - ელისო მაწკეპლაძე) ინიციატივით, გაიმართა დებატები თემაზე - „უნდა იცავდეს თუ არა სახელმწიფო თითოეული მოქალაქის უფლებას“.
დებატებში აქტიურად მონაწილეობდნენ IXბ კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოაჩინეს:
ღონისძიებას მსაჯობდა მოწვეული მსაჯი - ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დებატების კლუბის ლიდერი-მასწავლებელი თამარ ციცვიძე, რომელმაც მოსწავლეებს პროფესიული რეკომენდაციები მისცა:
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა მჭიდრო კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, განსაკუთრებით კი:
დებატებმა ხელი შეუწყო არაფორმალური განათლების განვითარებას, მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების გაძლიერებას.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებების თანასწორად დაცვის აუცილებლობაზე, რაც სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობამ გააღრმავა მოსწავლეთა ცნობიერება ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ.
„დებატები მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან მათ არა მხოლოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება, არამედ განსხვავებული შეხედულებების მოსმენა, პატივისცემა და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაც ისწავლეს, რაც აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: