
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის IVა კლასის (ხელმძღვანელი: სოფიო კვერნაძე) მოსწავლეებმა საკლასო კითხვის კლუბის მუშაობა შთამბეჭდავად შეაჯამეს.
21 მაისს, მე-4 კლასელებმა, ლიტერატულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ხელოვნების ძალა“ გამართეს.
ღონისძიებამ არაერთი ლიტერატურულ-მუსიკალური ნომერი გააერთიანა და ატარებდა როგორც საგანმანათლებლო ისე შემოქმედებით ხასიათს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოთხი ზღაპარი გურამ პეტრიაშვილის - „პატარა ქალაქის ზღაპრებიდან“:
ბავშვებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ლამაზი სანახაობა გამართეს.
„თითოეული ზღაპარი იმედს გვაძლევს და ღონისძიების მთავარი სათქმელიც ეს იყო, რომ ხელოვნების ძალით - „სიკეთე მუდამ ენთება ბნელში“ და კეთილი ადამიანების სახელები ვარსკვლავების მსგავსად იბრწყინებს Every single day!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ელენე კოკელაძემ.
იხილეთ ფოტოები: