ზღაპრის გმირების შოუ და მხიარული თამაშები - ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა 
03-06-2026

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  საზეიმოდ აღინიშნა.

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო. 

საინტერესო გასართობი პროგრამებით პატარებს დღესასწაული ანიმატორებმა გაულამაზეს. ზღაპრის გმირების შოუ და მხიარული თამაშები ბავშვებისთვის დაუვიწყარ სანახაობად იქცა. 

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203