კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო აქტივობებში ჩართნენ
13-07-2018
მართალია სასკოლო ცხოვრება დასრულდა და მოსწავლეებს არდადეგები აქვთ, კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო აქტივობებში მაინც დიდი ხალისით ჩართნენ.
ორგანიზატორი ქართული ენის მასწავლებელი თამარ კვინიკაძეა.
ამ სახალისო გაკვეთილების მიზანი ქართული ენის პოპულარიზაციაა, რომელიც კარწახში მიმდინარეობს. მოსწავლეები ქართულ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს და მულტფილმებს უყურებენ, შემდეგ კი ნანახის შესახებ ქართულად საუბრობენ, არჩევენ და აანალიზებენ.
საინტერესოა მათ მიერ ქართულ ენაზე გამოთქმული მოსაზრებებიც. მოსწავლეები როლებს თავად ინაწილებენ და პერსონაჟებს ასახიერებენ. შედეგად, დრო ძალიან საინტერესოდ, ხალისიანად გადის და სასარგებლო საქმე კეთდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია