პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვის დღესასწაული ვალის N3 საჯარო სკოლაში
03-06-2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წაროჩენა-განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მეტად საინტერესოდ და შემოქმედებითად აღინიშნა. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და აღნიშნეს ქალის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები და შემოქმედებითი ნომრები, რომლებიც დედების, ბებიების, მასწავლებლებისა და ყველა ქალბატონის მიმართ მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ქალების ისტორიებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა და მიღწევებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები, დამსწრე საზოგადოებას კი დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203