ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა სამაგიდო თამაშის მუნიციპალურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა 
03-06-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის, ტყვირის საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო აბაშის მუნიციპალიტეტში გამართულ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშში. მოსწავლეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. 

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასითა და სპეციალური პრიზით.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203