
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე, შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის, მე-7დ კლასის მოსწავლე ბარბარე ლეჟავამ წარმატებით იასპარეზა „კინგსის“ ინგლისური ენის 2025 წლის საშემოდგომო ოლიმპიადაზე და დაიმსახურა ოქროს მედალი. მოსწავლის მასწავლებელი - ს. პავლიაშვილი გახლავთ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მე-7 კლასელს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ბარბარეს, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებას მომავალშიც. გვეამაყებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: