ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში 
03-06-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს და ასახელებენ სკოლას. 

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“

საბაზო და საშუალო საფეხურის ინტელექტული მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო კონკურსის ფინალში, რომელიც ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პრინციპით გაიმართა. 

დირექცია ულოცავს სკოლის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203