
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს ბუნების მოფრთხილებასა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას ასწავლიან.
ახალახან, მოსწავლეები ბიომრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილ წვირმის საჯარო სკოლის ეკოგამოწვევას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
„თითოეული დარგული ნერგი პატარა ნაბიჯია დიდი ცვლილებისკენ“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და აცნობიერებენ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
იხილეთ ფოტოები: