„სამშობლოს სიყვარული ყველაზე ლამაზი გაკვეთილია“-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მულახის საჯარო სკოლაში 
08-06-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალ თაობას საგნებთან ერთად, სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნება ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული. 

მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნისა და დროშის ფონზე პატრიოტული ღონისძიება გამართეს, გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირები და ის რთული გზა, რამაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე მიიყვანა. 

„პატარა გულებით და დიდი სიყვარულით საქართველოსთვის, ჩვენი ბავშვები, დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ სამშობლოს სიყვარული ყველაზე ლამაზი გაკვეთილია. გილოცავთ 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს!  ბავშვების ღიმილში ყველაზე ლამაზად ჩანს საქართველო  დღეს სიყვარულით, სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს. გილოცავთ 26 მაისს! „კედლებში, სადაც ბავშვები სიყვარულით ამბობენ - „მე მიყვარს საქართველო“, იქ მუდამ ცოცხლობს თავისუფლება. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203