მულახის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის დაირეკა - სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილა
03-06-2026

„ბოლო ზარი“ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი დღეა -  სრულდება სკოლის წლები და იწყება ახალი გზა, ახალი მიზნები და დიდი შესაძლებლობები. ამ დღის მოგონებები კი კურსდამთავრებულებს ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე ერთადერთი კურსდამთავრებულისთვის ლამაზ და გამორჩეულ მოგონებად ექციათ. 

სკოლაში „ბოლო ზარი“ განსაკუთრებული ემოციებით აღინიშნა. სკოლა წელს ორმა მოსწავლემ დაასრულა, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე მთელმა სკოლამ გააცილა. 

სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა კურსდამთავრებულს წარმატებული მომავალი, პროფესიული წინსვლა და მიზნების ასრულება უსურვეს. 

„გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ მომავალს, ბევრ სიხარულსა და ოცნებების ახდენას. გქონოდეთ მუდამ საკუთარი თავის რწმენა და არასოდეს შეწყვიტოთ წინსვლა!

ბედნიერი მომავალი მარი, თეკლა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203