„ბავშვების ოცნებებს ყველაზე დიდი ძალა აქვს“- მასწავლებლის ემოციური სიურპრიზი ​მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს
05-06-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის პირველი და მე-2 კლასების მოსწავლეთა 2025-2026 სასწავლო წლის ბუნების ბოლო გაკვეთილი განსაკუთრებულად წარიმართა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, ისაუბრეს ოცნებებზე, მომავალ პროფესიებზე და იმაზე, თუ როგორ ადამიანებად უნდათ გაიზარდონ.

შემდეგ კი პატარა ჯადოსნობა მოხდა - მათი ფოტოები პედაგოგმა „მომავალში“ გადაიტანა და მოსწავლეებს აჩვენა, როგორები იქნებოდნენ 25 წლის ასაკში, როცა თავიანთ საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან.

მოსწავლეთა ემოციებმაც არ დააყოვნა - სიხარული, გაოცებული თვალები და გულწრფელი ღიმილი, საოცარი სანახავი. 

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბავშვების ოცნებებს ყველაზე დიდი ძალა აქვს. გჯეროდეთ საკუთარი თავის, პატარებო თქვენი მომავალი აუცილებლად ნათელი იქნება!“,- აღნიშნავს ამ მეტად საინტერესო ინიციატივის ავტორი და მოსწავლეებს კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203