ეფრემოვკის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ლამაზი დღესასწაული აჩუქა
03-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

ზეიმი სავსე იყო სიმღერით, ცეკვით, ფერადი თამაშებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით, რამაც სკოლის ყველა მოსწავლეს დაუვიწყარი დღესასწაული და ამაღლებული განწყობა აჩუქა.

ეზოში აჟღერებულმა მხიარულმა მუსიკამ და ბავშვების გულწრფელმა ღიმილმა თბილი და სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა და დღე სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვის ნამდვილ ზეიმად აქცია. 

აღსანიშნავია, რომ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

1-ელი ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203