
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც სომეხი პოეტების ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
პოეზიის საღამო მეტად საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ცნობილ ავტორებზე, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ააჟღერეს მათი ლექსები და სცენაზე მათი პოეტური ნაწარმოებების გმირებიც გააცოცხლეს,
ღონისძიების მიზანი იყო მხატვრული კითხვის უნარის განვითარება, პოეტური ნაწარმოებების მნიშვნელობისა და სილამაზის აღქმა-გააზრება.
მოსწავლეებმა ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ჰოვინე ხეჩოიანი.
იხილეთ ფოტოები: