
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, 28 მაისს, სკოლის (ესთეტიკა-ეთიკის-სპორტის კათედრა) მე-2 კლასში მუსიკის გაკვეთილზე პედაგოგ მაია რიჟამაძის ჩატარებული კომპლექსური დავალება თემაზე - საშობაო ზღაპარი - „მაკნატუნა“.
მოსწავლეებმა უყურეს გახმოვანებულ ზღაპარს - „მაკნატუნა და თაგვების მეფე“. ასევე ნახეს ვიდეოფრაგმენტები პ. ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნადან“, „ფიფქების ვალსს“, „ფერია დრაჟეს ცეკვას“, „არაბულ ცეკვას“, „ყვავილების ვალსს“.
მოსწავლეებმა უპასუხეს პედაგოგის დასმულ კითხვებს: რომელი ქართული მელოდია ჟღერს „არაბულ ცეკვაში“, რომელ ფრაგმენტში ისმის საკრავი არფის ხმოვანება, როგორი ტემბრი აქვს საკრავ არფას და ა.შ. ბოლოს მოსწავლეებმა გააფერადეს საკრავი არფა და თავიანთი ხელით შექმნეს მაკნატუნა.
ამ დავალებით მოსწავლეებმა შეძლეს მუსიკის მახასიათებლების მნიშვნელობის გააზრება. ვიდეოფრაგმენტების ახსნა და შეძლეს საკუთარი ნამუშევრების წარდგენა კლასის წინაშე.
„ასეთი აქტივობებით მოსწავლეებს უნვითარდებათ ინდივიდუალუეობის, თვითშემოქმედების უნარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და შემოქმედებითი დავალებების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.