ბავშვთა დაცვის დაუვიწყარი დღესასწაული დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიან საშუალო სკოლა „ივერიაში“
03-06-2026

„ბავშვები ეს ჩვენი ბედნიერებაა“,- აღნიშნავენ ​დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიაში“ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობა და მათ ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის რომ 1-ელი ივნისი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. 

დღე სიურპრიზებითა და ემოციებით იყო სავსე. მოეწყო არაერთი ფერადი და სახალისო აქტივობა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კი დღესასწაული ანიმატორებმა მიულოცეს. 

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს. მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203