„შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია!“- ნაბახტევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა
04-06-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

1-ელ ივნისს, ესთეტიკა-ეთიკა-სპოტრის კათედრის ეგიდით, მოეწყო სპორტულ-გასართობი თამაშები.

მოსწავლეებმა დევიზით - „შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია!“ მხიარულად, ხალისიანად აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები ორ გუნდად  გადანაწილდნენ. ერთმანეთს „არწივები“ (კაპიტანი ლაშა შერაზადიშვილი) და „ლომები“ (კაპიტანი აჩიკო გელაშვილი) შეეჯიბრნენ. თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა და „არწივების“ გამარჯვებით დასრულდა. 

ასევე ჩატარდა მე-9 (დამ: მაია რიჟამაძე) და მე-10 (დამ:თამარ ბუზალაძე) კლასებს შორის ფრენბურთის მატჩი, სადაც მე-10 კლასმა გაიმარჯვა. 

მკლავჭიდში კი მე-10 კლასის მოსწავლემ გიორგი მჭედლიძემ გაიმარჯვა.

ღონისძიებას აფასებდა ჟიური - პედაგოგების - რუსუდან კურტანიძისა და ნათელა ლონჟანიძის შემადგენლობით. 

ღონისძიებას მსაჯობდა სპორტის პედაგოგი ნიკოლოზ ფაფაკერაშვილი. ღონისძიების ორგანიზატორი მუსიკის და მე-9 კლასის დამრიგებელი მაია რიჟამაძე იყო. 

ვიდეო იხილეთ ბმული:
 
ვიდეო იხილეთ ბმული:
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203