
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოსთან ერთად, სევდანარევია.
20 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლასი საოცარი ემოციები დაატრიალა. კურსდამთავრებულები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე მთელმა სკოლამ გააცილა.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომელთაც კურსდამთავრებულებს ლექსები მიუძღვნეს. შესრულდა ცეკვა „ქართული“. კურსდამთავრებულებმა „თეთრი ბაირაღებიდან“ ინსცენირება დადგეს, თბილი და მადლიერების გამომხატველი სიტყებით, ცეკვით და ლექსებით მოეფერნენ პედაგოგებს.
მოსწავლეებმთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის დამრიგებლის ნათელა ლობჟანიძისთვის. მან აღზრდილებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა და ბედნიერი მომავალი უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მუსიკის პედაგოგმა მაია რიჟამაძემ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: