ბეჟანოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღინიშნა 
03-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სიურპრიზებითა და ემოციებით იყო სავსე.

ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელმა გუანნა მკოიანმა და კონსულტანტ-მასწავლებელმა თამილა კობიაშვილმა​ მე-2-დან მე-4 კლასის მოსწავლეები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს და პატარებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქეს. 

ბავშვებმა ითამაშეს, იცეკვეს და იმღერეს, შემდეგ კი ასფალტი ფერადი ცარცებით მოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირატესია, მათ მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203