აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოსა და სომხეთის ეროვნული დღესასწაულები ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნეს
04-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ დღესასწაულებს მიეძღვნა. 

ღონისძიებით მოსწავლეებმა აღნიშნეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სომხეთის რესპუბლიკის დღე, რომელიც 28 მაისს აღინიშნება. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალები ორი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების შესახებ.

საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ასევე ორი ხალხის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებას.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალები ორი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების შესახებ.

მოსწავლეებმა ასევე იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და საცეკვაო ნომრებიც წარმაოდგინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ასევე ორი ხალხის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203