საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ბავშვთა დაცვის დღე არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობით აღინიშნა
08-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. სკოლა-გიმნაზიაში სახალისო ღონისძიება მოეწყო. საბავშვო მუსიკის თანხლებით მოსწავლეებმა გიმნაზიის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს. ითამაშეს, იცეკვეს, ბავშვური ჟრიამულითა და მხიარულებით აივსო გარემო.

ასევე, გიმნაზიის ეზოში მოეწყო საჭადრაკო ტურნირი. მონაწილეობდნენ მე-2 (კლასის ხელმძღვანელი თინათინ ბლიაძე) და მე-2ბ (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან მოსულიშვილი) კლასების მოსწავლეები. 

თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მოსწავლეთა ჭადრაკის პედაგოგი მაია ფიფია გახლავთ. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მე-5 კლასში გაიმართა ფილმის - „საოცრება“ ჩვენება. (კლასის ხელმძღვანელი მზიური კოჩალიძე, პედაგოგი მაია ფიფია).

მოსწავლეებმა ფილმს დიდი ინტერესით უყურეს. როგორც სკოლა-გიმნაზიაში გვეუბნებიან, ფილმის ჩვენების მიზანი იყო ემპათიისა და თანაგრძნობის ამაღლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203