საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელებმა შიომღვიმის მონასტერი მოილოცეს
05-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის-ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით,  ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის მქონე ადგილი - შიომღვიმის მონასტერი მოილოცეს.

გასვილით ღონისძიება შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში მოეწყო.

მოსწავლეებმა მონასტრის ისტორიისა და კულტურული მნიშვნელობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და გაეცნენ საქართველოს მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში გაიღრმაონ და საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები უკეთ შეისწავლონ.

შემეცნებით ნაწილთან ერთად, მოსწავლეებმა დრო ბუნებაში სასიამოვნოდ გაატარეს, სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ, ითამაშეს, გაერთნენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203