საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებმა ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერი მოილოცეს
05-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

 მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თინათინ ბლიაძის ხელმძღვანელობით, გასართობ -შემეცნებითი ექსკურსიების ფარგლებში, მარტყოფს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოილოცეს ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიას როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, ქალაქგარეთ გასვლა და კულტურული ძეგლების მონახულება ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203