დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა 
03-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც ბავშვების ინტერესები უპირველესია. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არა ერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დარჩენილა. 

1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სიურპრიზებითა და ემოციებით იყო სავსე.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. 

მოსწავლეებმა მართლაც დაუვიწყარი დრო გაატარეს. მათ სასკოლო ცხორვებას კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე შეემატა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203