ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება კალიგრაფიის მასშტაბურ კონკურსში 
02-06-2026

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 24 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა შორის დასახელდა ქალაქ ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა.

სკოლა ასახელეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა - კარინე საპონჯიანმა, ეკატერინა გვარამაძემ და კარინე რსტაკიანმა.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნი.

წიგნი 38-გვერდიანია.

წიგნი ძველი ქართული ანბანით და ფარნავაზ მეფის პორტრეტით იწყება.

მასში გაერთიანებულია ქართული კალიგრაფია და  სამცხე - ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ძეგლები, ფლორა და ფაუნა.  

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და ბავშვებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

https://www.youtube.com/shorts/EGRs0fwR9yc

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203