ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „სკოლა ჯეო სქაიმ“ მოსწალეებისთვის საავიაციო დღესასწაულად აქცია
02-06-2026

„სკოლა ჯეო სქაის“ მოსწალეებისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე Tbilisi Hills Golf & Residences-ში ნამდვილ საავიაციო დღესასწაულად იქცა.

GSS-ის ორგანიზებით, პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით.

ღონისძიების პროგრამა და აქტივობები მრავალფეროვანი და შემეცნებითი იყო:

პირველი ნაბიჯები ავიაციაში
GSS-ის უფროსმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხელით აწყობილი თვითმფრინავის მოდელები წარუდგინეს. მათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაუზიარეს უმცროს მეგობრებს, არამედ საჰაერო ხომალდები პრაქტიკულადაც გამოცადეს ცაში, რამაც დამსწრეებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

შემოქმედებითი სახელოსნო და პატარა პილოტები
ღია სივრცეში მოწყობილ შემოქმედებით კუთხეში ბავშვებმა  ხატეს, გააფერადეს და, სახეზე მოხატვის  წყალობით, წამებში ნამდვილ პატარა პილოტებად გარდაიქმნენ.

 ფერადი აფრენა
დღის ყველაზე ემოციური ნაწილი პატარებისა და უფროსი მოსწავლეების ერთობლივი მუშაობა იყო. ბავშვებმა, მენტორების დახმარებით, თავად დაამზადეს ფერადი ქაღალდის თვითმფრინავები და ისინი დიდი ოვაციების ფონზე, ერთდროულად აფრინეს ღია ცის ქვეშ.

GSS-ის გუნდი მადლობას უხდის თითოეულ სტუმარსა და მონაწილეს ამ ჯადოსნური დღის შექმნისთვის.

„ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი აქტივობები უღვივებს ბავშვებს ინტერესს მეცნიერების, ინჟინერიისა და ახალი აღმოჩენების მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203