კულიკამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი „ანბანის ზეიმით“ შეაჯამეს
03-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასწავლო წლის მიწურულს კი „სომხური ანბანის ზეიმი“ გამართეს და სასწავლო მიღწევები აღნიშნეს.

ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და სასცენო წარმოდგენები. პატარებმა  სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს

ღონისძიების ბოლოს სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს მე-2 კლასში წარმატებით გადასვლა მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203