
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში ჩატარდა იმიტირებული და ინტერაქტიული გაკვეთილი თემებზე - „იმუნური სისტემა“ და „პლანეტები“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხების საინტერესო და პრაქტიკულ ფორმატში გაცნობა, მათი შემეცნებითი ინტერესის გაღრმავება და კვლევითი უნარების განვითარება.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, იმსჯელეს ადამიანის ორგანიზმის დამცავი მექანიზმების მნიშვნელობასა და მზის სისტემის აგებულებაზე. მათ საინტერესო ფორმით წარმოაჩინეს, თუ როგორ იცავს იმუნური სისტემა ორგანიზმს დაავადებებისგან და რა როლს ასრულებენ პლანეტები სამყაროში.
იმიტირებული გაკვეთილის ფორმატმა მონაწილეებს საშუალება მისცა, თავი მკვლევრების როლში წარმოედგინათ, დამოუკიდებლად მოეძიებინათ ინფორმაცია და თანატოლებისთვის გასაგებად გაეზიარებინათ მიღებული ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: