ურბნისის საჯარო სკოლაში კლასის საათი ბულინგის პრევენციის მიზნით ჩაატარდა
13-07-2018
ურბნისის საჯარო სკოლაში ბულინგის პრევენციის მიზნით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლმა სოფიკო თევდორაშვილმა, მე-8 კლასის ხელმძღვანელთან, მანანა ბარჯაძესთან ერთად კლასის საათი ჩაატარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგები აღსაზრდელებს ძალადობის უარყოფითი შედეგების შესახებ ესაუბრნენ.
მოსწავლეებმა ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, უარყოფით შედეგებზე იმსჯელეს და პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
მოსწავლეებმა ასევე სკოლაში ძალადობის შესახებ ვიდეორგოლი ნახეს და პოსტერები დაამზადეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის