მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მესტიის N1 სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ ვიქტორინაში იასპარეზეს
02-06-2026

მესტიის N1 საჯარო სკოლაში სკოლაში ნამდვილი საგანმანათლებლო დღესასწაული მოეწყო, რომლის აქტიური მონაწილეები მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ანა გულბანის მიწვევით, საინტერესო და აზარტულ ვიქტორინაში - „გონიერი“ - მიიღეს მონაწილეობა. 

​ვიქტორინის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა შერეული გუნდები (ოთხივე კლასის ჩართულობით). ბავშვებმა მაქსიმალურად გამოავლინეს ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობები.

​ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სიხარული აჩუქა თითოეულ მათგანს.

​ეს ემოციური დღე კი უგემრიელესი ტორტის გაჭრითა და ცაში ფერადი ჰელიუმის ბუშტების გაშვებით დაგვირგვინდა

​„უდიდეს მადლობას ვუხდით მესტიის N1 საჯარო სკოლას და პირადად მასწავლებელ ანა გულბანს ასეთი მასპინძლობისთვის, საინტერესო ინიციატივისთვის და ჩვენს პატარებს შორის მეგობრული ხიდების გაბმისთვის“,- აღნიშნავენ მულახის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203