ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულს - პოეტ შმაგი დოკაძეს უმასპინძლეს 
03-06-2026

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, რომელთა მიღწევები მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

15 მაისს, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ამავე სკოლის კურსდამთავრებულ შმაგი დოკაძეს, რომლის ლექსებიც შესულია წიგნში - Ink without Applause, იმ 20 ავტორთან ერთად, რომლებმაც შეძლეს ევროპელი მკითხველის მოხიბვლა.

ბავშვებმა წაიკითხეს შმაგი დოკაძის ლექსები, რომელთა მეტაფორები, როგორიცაა „მშიერმა ნაგვიდან ვჭამე“ და „ლოდინი ფუჭი გამოჩენა ღრუბლიდან ღმერთის“, მკაფიოდ გადმოსცემს ადამიანური ყოფის სირთულეებს, წინააღმდეგობებს, იმედისა და შეუპოვრობის თემებს.

შეხვედრაზე მრავალი კითხვა დაუსვეს პოეტს მისმა პატარა გულშემატკივრება, მისმა პასუხებმა ბევრ რამეზე დააფიქრა იქ შეკრებილი საზოგადოება, ყველაზე მეტად კი მისმა შეგონებებმა:

„გახსოვდეთ, სადაც ფესვები გაქვთ იქ მოისხამთ ყველაზე დიდ ნაყოფს“

„გაუფრთხილდით სიტყვას, თითოეულ ბგერას ...“

„არსად წახვიდეთ, აქ იყავით, აქ! აქ იპოვეთ საკუთარი თავი..“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203