ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლაში, ბავშვთა დაცვის დღე და „ნინოობა“ ზღაპრული კონცერტით აღინიშნა
02-06-2026

1 ივნისი -  გამორჩეული თარიღია, ამ დღეს აღვნიშნავთ როგორც „ნინოობას“, ისე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. 

ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი და მრავალფეროვანი კონცერტი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ 1-ელი - მე-7 კლასების მოსწავლეები.

ღონისძიება გამოირჩეოდა განსხვავებული და საინტერესო ნომრებით - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები, როგორც ქართული ხალხური, ისე თანამედროვე სტილით.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სკოლის გუნდმა, რომელმაც მუსიკის მასწავლებლის - მეგი შარაბიძის ხელმძღვანელობით, შესანიშნავი ნომრები წარმოადგინა. ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის მასწავლებელს - ნათია გურეშიძეს, რომელმაც ბავშვებთან ერთად დაუვიწყარი დღე შექმნა.

„გილოცავთ სრულიად საქართველოს ნინოობას და ბავშვთა დაცვის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას თითოეულ პატარას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203