
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე შეემატა.
ხელოვნებისა და ქართული ენის ინტეგრირებული სწავლების ფარგლებში, მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე თოჯინების თეატრი წარადგინეს.
მათ დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი ენთუზიაზმით გააცოცხლეს ორი ყველასათვის საყვარელი ზღაპარი - „ორი გოჭი“ და „წითელქუდა“, რითაც დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო და ემოციური წუთები აჩუქეს.
„გულითად მადლობას ვუხდით ხელოვნების მასწავლებელს - ქრისტინა კაზარიანს, და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ნელი ბაბაჯანიანს, გაწეული უდიდესი შრომის, პროფესიონალიზმის, შემოქმედებითი მიდგომისა და მოსწავლეთა მიმართ გამოჩენილი მუდმივი მზრუნველობისთვის. მათი ერთობლივი ძალისხმევითა და თავდადებით ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო, შთამბეჭდავი და წარმატებული გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთ მონდომება და მასწავლების შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები: